გამარჯობა!
მე ვარ მარიამ მარქაროვი, პავონეს დამფუძნებელი, მხატვარი და მინის დიზაინერი.
უკვე 10 წელია რაც მხატვრული მინის სფეროში ვმუშაობ. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია და გავლილი არაერთი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ. მხატვრული მინა ძალიან საინტერესო და თანამედროვე ხელოვნების დარგია, რომელიც საშუალებას მაძლევს გამოვხატო ჩემი თავი, ჩემი ემოციები და ხედვა განსაკუთრებული გზით.
საიტზე არსებული ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ჩემს მიერ არის შესრულებული.
2020 წელს გაიხსნა “პავონე”-ს სტუდია, რომლის კარები ღიაა ყველა მსურველისთვის.
პავონეს სტუდიაში ვქმნით ფერადი მინის უნიკალურ ნამუშევრებს.
ვმუშაობთ რამოდენიმე ძირითადი მიმართულებით:
- სამკაულები და აქსესუარები
- სამზარეულოს ხაზი
- სახლის მცირე ზომის დეკორაციები
- ინტერიერის ელემენტები და ვიტრაჟები
ჩვენი ნამუშევრები სრულიად ხელნაკეთია. იქნება ეს მცირე ზომის გულსაკიდი თუ დიდი ვიტრაჯული პანო, ყველა დეტალი იჭრება, იწყობა და მუშავდება ხელით რაც თითოეულ ნაკეთობას უნიკალურს ხდის.
სამკაულების უმეტესი ნაწილი გაფორმებულია ბრენდირებული ვერცხლით და არის მხოლოდ ერთი ცალი.
გვაქვს სადღესასწაულო აქსესუარების დიდი არჩევანი. აქტიურად ვმუშაობთ ინტერიერის დეკორაციებზე როგორიცაა ზარდახშები, მცირე ზომის ქანდაკებები, სარკეები და სხვა. სამზარეულოსთვის გვაქვს ჭიქის სადგამები, სხვადასხვა ფორმის ლარნაკები და ყველის დაფები.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, პავონეს-ს საქმიანობა მხოლოდ სამკაულების და აქსესუარების შექმნით არ შემოიფარგლება. ჩვენს სტუდიაში ასევე წარმატებით მზადდება ფერადი მინის ინტერიერის დეტალები. ასევე, ნებისმიერი ზომის და ფორმის ვიტრაჟები ტიფანის ტექნოლოგიით. თითოეული მათგანი გარემოს სრულიად განსხვავებულ, მკაფიოდ ინდივიდუალურ და ორიგინალურ იერსახეს სძენს.
უკვე შესრულებული პროექტების დასათვალიერებლად ეწვიეთ გვერდს “შესრულებული პროექტები”. აქვე ავღნისნავთ რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კერძო პირებთან ასევე კომპანიებთან.
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში და თვალი ადევნეთ “პავონე”-ს ბლოგს.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით!