კორპორატიული „ანგელოზები“
სავარაუდოდ, ამ ანგელოზებს „პავონე“-ს მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს!
გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კორპორატიული საჩუქრების შექმნის პროცესი.
ფერადი მინისაგან შექმნილი ანგელოზი დამზადებულია ფიუზინგის ტექნიკით.
თითოეული ანგელოზი 5 ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ყველა მათგანი გამოჭრილი და დამუშავებულია ხელით.
გამოჭრის და დამიშავების შემდგომ ის იწვება ღუმელში დაახლოებით 750-850 გრადუსზე. ღუმელიში დადნობის შემდეგ კი კვლავ ხელით მუშავდება და მზად არის ახალ მფლობელთან შესახვედრად!
ანგელოზის ზომა არის: 8*8 სმ
ასევე, გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ კომპანია “ნიკორა”-ს, ჩვენი ანგელოზების შერჩევისათვის და ქართული სტარტაპის მხარდაჭერისათვის.