Preloader image
 

944
post-template-default,single,single-post,postid-944,single-format-standard,theme-stockholm,stockholm-core-2.3,woocommerce-no-js,qodef-qi--no-touch,qi-addons-for-elementor-1.7.1,woo-variation-swatches,wvs-behavior-blur,wvs-theme-stockholm-child,wvs-show-label,wvs-tooltip,select-child-theme-ver-1.1,select-theme-ver-9.9,menu-animation-underline,side_area_over_content,,qode_grid_1300,qode_menu_left,qode-mobile-logo-set,qode-single-product-thumbs-below,elementor-default,elementor-kit-260,elementor-page elementor-page-944
Title Image

პირველი სტაჟირება ამერიკაში

2016 წელს პირველად გავემგზავრე სტაჟირებაზე საზღვარგარეთ. სამხატვრო აკადემია ახლახანს დავამთავრე და იმ მომენტში მხოლოდ პატარა ღუმელი და აკადემიაში მიღებული ცოდნა მქოდა. ვიცოდი, რომ მთელ მსოფლიოში მინა ძალიან ცნობილი და განვითარებული ხელოვნების დარგია და ვეძებდი ახალი მიმართულებების გაცნობის გზას.

ინტერნეტში წავაწყდი მხატვრული მინის მუზეუმის გვერდს და მაშინ არც კი ვიცოდი რომ მინის სამყაროში ყველაზე ცნობილი და უდიდესი  მუზეუმია რომელიც ეძღვნება მხატვრულ მინას, მის ისტორია და ამავდროულად თანამედროვე მიმართულებებს. მუზეუმშე ინახება როგორც ანტიკური ხანის მინის ნამუშვრები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არის დამზადებული ასევე მსოფლიოში ყველაზე წამყვანი თა თანამედოვე მხატვრების ნამუშევრები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რამე საოცრება თუ გაქვთ ნანახი იქნება ეს მინის ამობერვის პროცესი თუ თანამედროვე ულამაზესი ნამუშევრები, რომელსაც უყურებ და ვერ წარმოიდგენ რომ ადამიანის ხელითაა შექმნილი, 95% შემთხვევაში ინახება ზუსტად აქ.

გადავწყვიტე აპლიკაცია შემევსო. შევარჩიე სასურველი კურსი, შევავსე კითხვარი, გავაგზავნე საბუთები და ჩემი ნამუშევრების სურათები. ერთ თვეში თვალებს ვერ დავუჯერე როდესაც მომივიდა მეილი იმის შესახებ რომ სიხარულით მიმიღებენ მუზეუმთან არსებულ სტუდიაში და ამავდროულად დამიფინანსებენ კურსის საფასურს, საცხოვრებელს და სხვა ხარჯებს. ბოლომდე ვერ ვიჯერებდი რომ ამ უდიდესი მუზეუმის კომისიას თვალში მოხვდა ჩემი ნამუშევრები, ჩემი წერილი და გადაწყვიტეს რომ ახალგაზრდა გოგო რომელიც ასე შორს ცხოვრობს უნდა ჩამოვიდეს ამერიკაში.

რასაკვირველია, ჩემი პირველი ვიზიტი ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო. მინის ამობერვის კურსი შევარჩიე, რათქმაუნდა დამწყებებისთვის, რადგან მოგეხსენებათ დღესდღეობით საქართველოში მხატვრული მინის ამობერვის სტუდიები ან ქარხნები არ არსებობს და მე როგორც მინის მხატვარს ყოველთვის მინდოდა მეცადა ის უძველესი ტექნოლოგია რომლითაც დაიწყო მინის ისტორია.

არაჩვეულებრივი მასწავლებლის და მისი ასისტენტის დახმარებით შევასრულე არაერთი ნამუშევარი რომლის დათვალიერებაც აქვე შეგიძლაით. რასაკვირველია უმეტესობა არის არასიმეტრიული და სულაც არ არის პროფესიონალის ნამუშევარი, მაგრამ ჩემთვის ეგ უმნიშვნელოვანესი და ძალიან სამახსოვრო გამოცლიბა იყო. 

აქვე ავღნიშნავდი, რომ მხატვრულ მინას ცალკე მიმართულება აქვს რომელსაც მინის ამობერვა ქვია. არის ძალინ რთული და მოითხავს ყოველდღიურ ვარჯიშს წლების განმავლობაში იმისთვის რომ მინის ამომბერმა დახვეწოს ტექნიკა და შეასრულოს თავისი ნამუშევრები ისე მარტივად როგორცჩვენ ამას ვიდეოებში ვხედავთ.

იმის გარდა რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და მინის ამობერვა ვცადე, როგორც სტუდიის სტუდენსტს უფლება მქონდა ნებისმიერ სხვა კურსზე დასწრება. მანდვე ავღმოვაჩინე ჩემთვის მხატვრული მინის ისეთი მიმართულებები რომლებზეც არც კი მსმენია და გავიცანი ამ ტექნიკებში მომუშავე დამწყები და უკვე გამოცდილი მხატვრები.

ერთ ერთ ასეთ მიმართულებაზე – ეგრეთწოდებულ „ლემპვორქზე“ მომდევნო ბლოგში მოგიყვებით.

მადლობა ყურადღებისთვის!