ხელნაკეთი მინის დაფა შესრულებულია ქართული თემტიკით.
ის შექმნილია ფერადი მინისაგან ფიუზინგის ტექნოლოგიით.
დაფა იჭრება, იწყობა და იხატება ხელით. სპეცილური საღებავი დადნობისას შედის მინის სტრუქტურაში და მინის განუყოფილი ნაწილი ხდება.
ღუმელში ის დაახლოებით 750-850 გრადუსზე იწვება.
შემდგომ ის კვლავ ხელით მუშავდება და მზად არის ახალ მფლობელთან შესახვედრად!
დაფა არაჩვეულებრივი საჩუქარია, ის გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს ნებისმირ თანამედროვე სამზარეულოს! დაფა შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის, ნიგვზის, ბოსტნეულის თუ ხილისათვის.
ზომა: 15*21 სმ
შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ზომის დამზადება.
დასამზადებლად საჭიროა 3-5 დღე
რასაკვირველია, ყველა ჩვენს ნამუშევარს აქვს თავისი სასაჩუქრე შეფუთვა!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ნამუშევარი ხელნაკეთია შესაძლებელია ნამუშევარი ოდნავ განსხვავდებოდეს სურათისაგან.
გადახდა
შერჩეული ნამუშევრის შეძენა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებით.
გაფორმებისას გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ თქვენი მონაცემები, განსაკუთრებით საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი.
შეკვეთის გაფორმებისთანავე თქვენ მიიღებთ მეილს და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირებათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შეკვეთის დასამზადებლად შესაძლებელია დაგვჭირდეს 3-7 დღე.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეძენამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ ნომერზე: 598604337
მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში ან ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@pavone.ge
გადახდა შესაძლებელია როგორც გადარიცხვი ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
მიწოდება
მიწოდების პირობები:
საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში ნივთის მიწოდების ვადებია 1-დან 7 სამუშაო დღემდე, გამომდინარე იქედან თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფება ადრესატი.
ასევე ყველა მომხმარებელს შეუძლია თავად მობრძანდეს სტუდიაში შერჩეული ნამუშევრის წასაღებად.
სტუდიის მისამართი: დიდი დიღომი, მე-3 მიკრო-რაიონი.
მიწოდების ღირებულება:
შეძენილი ნამუშევრების მიწოდების ღირებულება იწყება 4 ლარიდან და არ აღემატება 12 ლარს – გამომდინარე იქედან, თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფებით.
მიწოდების ღირებულების განულება:
მიწოდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უფასოა, თუკი შენაძენი აღემატება 150 (ას ორმოცდაათ) ლარ
ნამუშევრების უკან დაბურნების პოლიტიკა:
ნამუშევრის უკან დაბრუნება დასაშვებია მის მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მას აღმოაჩნდება რაიმე ტიპის ტექნიკური წუნი.