ფერადი მინისაგან შექმნილი სახლი დამზადებულია ფიუზინგის ტექნიკით.
აღსანიშნავია, რომ თითო სახლი 9 დეტალისგან შედგება. ყველა მათგანი გამოჭრილია და დამუშავებული ხელით.შემდგომ დეტალები ცალ-ცალკე დადნობილია ღუმელში 750-850 გრადუსზე. კვლავ დამუშავებულია ხელით და აწყობილი სახლის ფორმაზე. და აი ისიც მზად არის ახალ მფლობელთან შესახვედრად!
დიდი სახლის ზომაა: 6x6x16.5
საშუალო ზახლის ზომაა: 6x6x14
პატარა სახლის ზომაა: 10x12x7
სახლებს მოყვება ელექტრო სანთელი.
ასევე შესაძლებელია სასურველი წარწარის დაწერა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, იქიდან გამომდინარე რომ ყველა სახლი ხელნაკეთია, საბოლოო ნამუშევარი შესაძლებელია ოდნავ განსხვავდებოდეს სურათისგან.
რასაკვირველია. ყველა ჩვენს ნამუშევარს აქვს თავისი სასაჩუქრე შეფუთვა!
გადახდა
შერჩეული ნამუშევრის შეძენა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებით.
გაფორმებისას გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ თქვენი მონაცემები, განსაკუთრებით საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი.
შეკვეთის გაფორმებისთანავე თქვენ მიიღებთ მეილს და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირებათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შეკვეთის დასამზადებლად შესაძლებელია დაგვჭირდეს 3-7 დღე.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეძენამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ ნომერზე: 598604337
მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში ან ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@pavone.ge
გადახდა შესაძლებელია როგორც გადარიცხვი ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
მიწოდება
მიწოდების პირობები:
საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში ნივთის მიწოდების ვადებია 1-დან 7 სამუშაო დღემდე, გამომდინარე იქედან თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფება ადრესატი.
ასევე ყველა მომხმარებელს შეუძლია თავად მობრძანდეს სტუდიაში შერჩეული ნამუშევრის წასაღებად.
სტუდიის მისამართი: დიდი დიღომი, მე-3 მიკრო-რაიონი.
მიწოდების ღირებულება:
შეძენილი ნამუშევრების მიწოდების ღირებულება იწყება 4 ლარიდან და არ აღემატება 12 ლარს – გამომდინარე იქედან, თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფებით.
მიწოდების ღირებულების განულება:
მიწოდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უფასოა, თუკი შენაძენი აღემატება 150 (ას ორმოცდაათ) ლარ
ნამუშევრების უკან დაბურნების პოლიტიკა:
ნამუშევრის უკან დაბრუნება დასაშვებია მის მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მას აღმოაჩნდება რაიმე ტიპის ტექნიკური წუნი.