Preloader image
 

1480
post-template-default,single,single-post,postid-1480,single-format-standard,theme-stockholm,stockholm-core-2.3,woocommerce-no-js,qodef-qi--no-touch,qi-addons-for-elementor-1.7.1,woo-variation-swatches,wvs-behavior-blur,wvs-theme-stockholm-child,wvs-show-label,wvs-tooltip,select-child-theme-ver-1.1,select-theme-ver-9.9,menu-animation-underline,side_area_over_content,,qode_grid_1300,qode_menu_left,qode-mobile-logo-set,qode-single-product-thumbs-below,elementor-default,elementor-kit-260,elementor-page elementor-page-1480
Title Image

ქორნინგის მუზეუმში დაბრუნება

2017 წლის ზაფხული ახლოვდებოდა. ქორნინგის მუშეუმში კცლავ გაიხსნა საზაფხულო სტიპენდიებზე აპლიკაციების მიღება. ამჯერად ჩემს თავში უფრო დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი სად ვაპირებდი წასვლას და რას უნდა ველოდო. შევარჩიე ჩემთვის სასურველი კურსი და ჩემი საბუთები კვლავ გავაგზავნე მუზეუმში. ძალიან ყურადღებიანი ასისტენტი, რომელმაც ჩემი საბუთები მიიღო მომწერა, რომ როგორც წესი მუზეუმი არ გასცემს სტიპენდიას ერთი და იმავე ადამიანზე, მითუმეტეს ზედიზედ და დააზუსტა ნამდვილად მსურდა თუ არა აპლიკაციის გაგზავნა. იმედი დამეკარგა, თუმცა აპლიკაცია მაინც გავაგზავნე, რადგან ყველა საბუთი გამზადებული და შევსებული მქონდა, თუმცა ასისტენტის სიტყვებიდან გამომდინარე დადებით პასუხს აღარ ველოდი.
ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი ბედნიერი ვიყავი როდესაც ერთ თვეში დადებითი პასუხი მომივიდა!

ძალიან საინტერესო კურსი შევარჩიე, იმ მომენტისთვის უკვე მქონდა ახალი მინის ღუმელი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიტანე და ვფიქრობდი რომ ამ ტექნოლოგიის გადმოტანას საქართველოში შევძლებდი.

ჩემი მასწავლებელი ინგლისში მცხოვრები მხატვრარი, კატია ფილმუსი ( Katya Izabel Filmus) იყო, ის ამერიკაში სპეციალურად ამ კურსის ჩასატარებლად ჩამოვიდა. როგორც წინაზე მთელ დღეს სტუდიაში ვატარებდით. დილის 9-დან საღამოს 11 საათამდე.

კურსის შინაარსი ფორმებთან მუშაობა და საბოლოოდ 3დ ფორმების მიღება იყო. ჩვენ სრულ პროცესს გავდიოდით, დაწყებული სასურველი ფორმის მოძიების და ყალიბების შექმნით, დასრულებული ღუმელთან მუშაობით და სპეციალური პროგრამების და გამოწვის ცხრილების გამოყვანით ინდივიდუალური პროექტისთვის. აქვე ვიტყოდი რომ ღუმელთან მუშაობა ცალკე ხელოვნებაა. არ არსებობს ისეთი პროგრამა რომელსაც ჩაუშვებ და ყველა მანუშევრს მოუხდება. კარგად უნდა დაფუქრდე, გაწერო და გათვალო რა პროგრამა გჭირდება იქიდან გამომდინარე თუ რა შედეგის მიღწევა გსურს, რამდენად დიდია ნაკეთობა და რა მინისგანაა დამზადებული.

სივრცული ნამუშევრის დასამზადებლად ბევრი ეტაპი იყო გასასვლელი. კერძოდ კი 5 ყალიბის დამზადება, რომლის უმეტესი ნაწილი ერთჯერადი იყო. თითო ნამუშევრის დასამზადებლად დააახლოებით 4-5 დღე ესაჯიროებოდა, იმის გათვალისწინებით რომ მცირე ზომის ნაკეტობებს ვამზადებით.
მხოლოდ წარმოიდგინეთ, დიდი ქანდაკების დასამზადებლად ღუმელი შესაძლებელი 3-5 კვირა გადაბმულად იყოს ჩართული!!! ამავდროულად სანამ არ ამოვიღებთ და არ გავტეხავთ ყალიბს ვერც კი მივხვდები გამოგვივიდა თუ არა ჩვენი ჩანაფიქრის გადატანა მინაში.

ხშირად როდესაც დასრულებულ ნამუშევრას უყურებ ვერც კი იფიქრებ რამხელა პროცესს გადის ის.

თიმცა ყველა ამ ეტაპირ გავლა არ არის საკმარისი, როდესაც ჩვენი ნამუშევარი ღუმელიდან გამოგვაქვს და თაბაშირისგან ვასფთავებთ ის არ არის პრიალა და აქვს ეგრეთწოდებული „ზედმეტი მინა“. რა უნდა მოვუხერხოთ ნამუშევარს ამ შემთხვევაში? ნამუშევარმა ამდენი ეტაპი გაიარა და კვლავ არ არის მზად…თეორიული ახსნა მივიღე, მაგრამ კატიას კურსი მის პრაქტიკულ ნაწილს აღარ შეიცავდა…..

მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ პროცესის სურათები, შემდეგ ბლოგებში კი კვლავ მოვიბრუნდები ფორმებთან მუშაობის თემასთან, რადგან ჩემი მე-3 სტაჟირება კვლავ ამ მიმართულებასთან იყო დაკავშირებული.